საგრანტო წინადადებების წარდგენა ხდება ონლაინ განაცხადის ფორმის საშუალებით, მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნების გზით.
თუ თქვენ საგრანტო პორტალზე არ გაქვთ რეგისტრაცია გავლილი, „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა ჩვენს მონაცემთა ბაზაში. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციას გაივლით, საჭირო იქნება ისევ „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნება, რომლის შემდეგ გამოჩნდება გრანტის განაცხადის ონლაინ ფორმა.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ და იმყოფებით საიტზე, „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება გრანტის განაცხადის ონლაინ ფორმა.
საგრანტო განაცხადის ონლაინ ფორმა წარმოდგენილი იქნება მაქსიმუმ 3 წუთიანი ვიდეო პრეზენტაციის სახით, სადაც განმცხადებელი ვიზუალურად წარმოადგენს პროექტის იდეას. საჭიროების შემთვევაში აჩვენებს იმ სივრცეს ან ადგილს, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს. წარმოადგენს დირექციის და პროექტში ჩრთული წევრების და პარტნიორების კომენტარებს. ვიდეო პრეზენტაცია უნდა იყოს სამ ლოგიკურ ნაწილად დაყოფილი: 1. რა არის პრობლემა, რის გამოსწორებასაც გეგმავს განმცხადებელი? 2. რისი გაკეთება იგეგმება პროექტის ფარგლებში, რომ გადაიჭრას არსებული პრობლემა? 3. რა შედეგი დადგება პროექტის განხორციელების შემდეგ და ვინ მიიღებს სარგებელს?
მას შემდეგ, რაც განმცხადებელი შეავასებს ონლაინ განაცხადის ყველა სავალდებულო ველს და ატვირთავს ვიდეო პრეზენტაციას, განაცხადი გადაიგზავნება საგრანტო კონკურსის ჟიურის წევრებთან შესაფასებლად.